სტუდენტური ტრენინგის ფარგლებში ქართველი და სომეხი სტუდენტები თემზე ორიენტირებულ პროექტებს გეგმავენ

11–13 მაისს, საქართველოში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ღირებულებათა განათლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (PROVE) ფარგლებში, სამდღიანი სტუდენტური ტრენინგი გაიმართა. ღონისძიება Erasmus+-ის უმაღლესი განათლების პოტენციალის განვითარების (CBHE) პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება, ხოლო სამუშაო სესიებს კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ტრენინგის მიზანი იყო სტუდენტური ინიციატივების გაძლიერება და თემის საჭიროებებზე დაფუძნებული აქტივობების დაგეგმვა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სომეხი და ქართველი სტუდენტები […]