გუნდი 3 – საუნივერსიტეტო კურსების შემუშავება სოციალურ საკითხებზე

ღირებულებებსა და ცოდნაზე დაფუძნებული განათლების დანერგვა სხვადასხვა დისციპლინაში მანანა ღარიბაშვილის (თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი) კოორდინაციით, მე-3 სამუშაო გუნდმა შეიმუშავა ინოვაციური კურსების სპექტრი, რომლებიც VaKE მეთოდოლოგიას რთავს სოციალური და ეთიკური საკითხების სწავლებაში.ზოგიერთ კურსში VaKE გამოყენებულია, როგორც ძირითადი მეთოდოლოგია, ზოგან კი ის ინტეგრირებულია სპეციფიკურ თემატურ მოდულებში. მათი საერთო მიზანია აკადემიური სწავლებისა და ეთიკური რეფლექსიის ურთიერთშეკავშირება, რათა სტუდენტები მზად […]

გუნდი 2 – ზოგადი საუნივერსიტეტო კურსის შემუშავება მომავალი მასწავლებლებისთვის

ღირებულებებსა და ცოდნაზე დაფუძნებული განათლების ინტეგრირება მასწავლებელთა მომზადების საფუძვლებში განვითარების სამუშაო პაკეტის (WP2) ფარგლებში მე-2 გუნდმა თამარ მოსიაშვილის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) კოორდინაციით შეიმუშავა უმაღლესი განათლების კურსების სერია, რომელიც მომავალ მასწავლებლებს აცნობს VaKE-ის ფილოსოფიასა და პრაქტიკას. ზოგიერთი კურსი მთლიანად ეთმობა VaKE მეთოდოლოგიის თეორიულ შესწავლას, ზოგი კი ამ მეთოდოლოგიას მასწავლებელთა განათლების სხვა დამოუკიდებელი კურსების სასწავლო პროგრამებში აერთიანებს, […]

სასწავლო სილაბუსების შემუშავება PROVE პროექტის ფარგლებში

სილაბუსები შემუშავდა პროექტის მონაწილე სამუშაო ჯგუფებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. სამუშაო გუნდებმა წარმატებით დაასრულეს სასწავლო კურიკულუმების შემუშავების პირველი ეტაპი. სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა ონლაინ, Zoom პლატფორმის მეშვეობით, სადაც აქტიურად იყვნენ ჩართულები როგორც სამუშაო გუნდის ძირითადი წევრები, ისე ევროპელი პარტნიორები, რომლებიც მთელი პროცესის განმავლობაში უზიარებდნენ კოლეგებს მნიშვნელოვან გამოცდილებასა და მითითებებს. სილაბუსები შემუშავდა პროექტის მონაწილე სამუშაო ჯგუფებს შორის […]

PROVE პროექტის პრეზენტაცია მორალური განათლების ყოველწლიურ კონფერენციაზე (AME) ფინეთში

2025 წლის 7-9 აგვისტოს PROVE პროექტი წარმოდგენილი იყო მორალური განათლების ასოციაციის (AME) ყოველწლიურ კონფერენციაზე, რომელიც გაიმართა ფინეთის ქალაქ ტამპერეში. AME-ის კონფერენცია წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო აკადემიურ ღონისძიებას ღირებულებითი და მორალური განათლების სფეროში, რომელიც აერთიანებს სფეროში გამორჩეულ მომხსენებლებს, მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს სესიებსა და დისკუსიებში მონაწილეობისათვის. PROVE პროექტი წარადგინეს ჟან-ლუკ პატრიმ და სერობ ხაჩატურიანმა, რომლებმაც წარმოადგინეს […]

პროექტის პარტნიორების სასწავლო ვიზიტი ზალცბურგში: ღირებულებითი განათლების გაძლიერება სამხრეთ კავკასიის უმაღლეს სასწავლებლებში

2025 წლის 12-16 მაისს პროექტის PROVE („Promoting Values Education in South Caucasus Higher Education Institutions“) ფარგლებში ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში განხორციელდა საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი, რომელსაც ესწრებოდნენ კონსორციუმის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, სომხეთიდან, საბერძნეთიდან და ავსტრიიდან. სასწავლო ვიზიტს არ ესწრებოდნენ პროექტის მონაწილე აზერბაიჯანის უნივერსიტეტების წარმომადგენლები. ამ ეტაპზე ისინი წყვეტენ პროექტის ფარგლებში თანამშრომლობას. სასწავლო ვიზიტი მოიცავდა […]

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „PROVE“ პროექტის კონსორციუმის პირველი შეხვედრა თესაუ-ში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თესაუ) ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის PROVE („ღირებულებითი განათლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის”) ფარგლებში კონსორციუმის პირველი შეხვედრა შედგა. პროექტის „ღირებულებითი განათლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის” ფარგლებში შეხვედრას ესწრებოდნენ პარტნიორები ევროპის ქვეყნებიდან და სომხეთიდან.აზერბაიჯანელი კოლეგები შეხვედრას ონლაინ-რეჟიმში ესწრებოდნენ. სამი სამუშაო დღის განმავლობაში, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მიზნები, […]